კატარი

კატარის თავდაცვის მინისტრი: NATO-ს წევრობა ჩვენს გრძელვადიან ამბიციას წარმოადგენს

Getty Images

კატარის თავდაცვის მინისტრის, ხალიდ ბინ მუჰამედ ალ-ატიას თქმით ქვეყნის გრძელვადიან სტრატეგიულ ამბიციას NATO-ს სრულუფლებიანი წევრობა წარმოადგენს.

"დღეს კატარი სამხედრო შეიარაღების კუთხით რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა." "NATO-ს გარეთ ალიანსისათვის მთავარი მოკავშირე ვართ. ჩვენს ამბიციას სრულუფლებიანი წევრობა წარმოადგენს, თუ NATO-სთან ჩვენი თანამშრომლობა განვითარდება და ხედვა ნათელი იქნება." თქვა მან.

ხალიდ ბინ მუჰამედ ალ-ატიას კომენტარი სპარსეთის ყურეში დიპლომატიური კრიზისის დაწყებიდან ერთი წლისთავს დაემთხვა. გასული წლის 5 ივნისს საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა და ეგვიპტემ ტერორიზმის და ირანის მხარდაჭერის ბრალდებით კატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტეს და ქვეყანას საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო სივრცე დაუკეტეს.

კომენტარები