ევროკავშირი

EU-მ ბიუჯეტისთვის დამატებითი თანხების თხოვნის ნაცვლად, ხარჯები უნდა შეამციროს – რუტე

ნიდერლანდების პრემიერმინისტრი მარკ რუტე

ნიდერლანდების პრემიერმინისტრის, მარკ რუტეს თქმით, ევროკავშირმა წევრი ქვეყნებისთვის გაერთიანების მრავალწლიან ბიუჯეტში დამატებითი თანხების შეტანის შესახებ თხოვნის ნაცვლად, ხარჯები უნდა შეამციროს.

როგორც Euractiv წერს, გუშინ, ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები განიხილავდნენ ევროკომისიის თხოვნას 2021-27 წლების ბიუჯეტში დამატებით 66 მილიარდი ევროს შეტანაზე, იმის ფონზე, როდესაც ევროკავშირი ფინანსურ სირთულეებთან გამკლავებას ცდილობს, რაც უკრაინის მხარდაჭერასთან, მიგრაციის მართვასთან და პანდეემიის შემდგომ აღდგენის გეგმისთვის სესხის ხარჯების ზრდასთანაა დაკავშირებული. 

მაიკ რუტემ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ბიუჯერის ზრდა "სავარაუდოდ" აუცილებელია, თუმცა, მისი თქმით, "ეს უნდა მოხდეს ევროკავშირის ბიუჯეტის შიგნით პრიორიტეტების შეცვლის გზით".

"ისევე, როგორც ეროვნულ ბიუჯეტში, ხანდახან საჭიროა ქამრების მოჭერა. ჩვენ იგივეს გაკეთება გვიწევს ნიდერლანდებში". - თქვა რუტემ.

ამავდროულად, ნიდერლანდების პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინის დახმარებისთვის დამატებითი ხარჯების გამოყოფას.

კომენტარები