ბუნებრივი სტიქია

მექსიკაში ქარიშხალს, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკაში, ქარიშხალ ოტისს, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადასტურებს მექსიკის მთავრობა. ოტისი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალია.

მეხუთე კატეგორიის ქარიშხალმა 900 000 ადამიანით დასახლებულ ქალაქ აკაპულკოში დატბორა ქუჩები, საცხოვრებელ სახლებსა და სასტუმროებს სახურავები ახადა, დააზიანა ავტომობილები, კომუნიკაციის წყაროები და გზები. 

მთავრობამ მომხდარის შედეგად რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ტროპიკული ქარიშხლების დამკვირვებელი კვლევითი ცენტრის მიხედვით, ოტისის შედეგად მიყენებულმა ზიანმა შესაძლოა $15 მილიარდამდე შეადგინოს.

 

კომენტარები