რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თეთრი სახლი: რუსულ არმიაში დაუმორჩილებლობისთვის ჯარისკაცებს სიკვდილით სჯიან

REUTERS/Alexey Pavlishak/File Photo

26 ოქტომბერს თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ მათი ინფორმაციით, რუსულ არმიაში ბრძანებებზე დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარისკაცებს სიკვდილით სჯიან

თეთრი სახლის ინფორმაციით, რუსული არმიის სამხედრო მეთაურები ჯარისკაცებს სიკვდილით დასჯით ემუქრებიან, თუ ისინი შეეწინაღმდეგებიან ბრძანებებს უკრაინის ფრონტზე. 

კრემლის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და აშშ-ში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებს თეთრი სახლის ამ განცხადებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. 

უკრაინისთვის აშშ-ს 150 მილიონ დოლარიანი დახმარების პაკეტზე აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა თავის Telegram-ის არხზე დაწერა, რომ აშშ-ს ქმედებები პროვოკაციულია და გავს ცეცხლზე ნავთის დასხმას. 

კომენტარები