საქართველო-ევროკავშირი

კუბილიუსი: ძალიან ბევრ ოპოზიციონერს შევხვდი, ყველა კანდიდატის სტატუსის მიღების მომხრეა

ქართულ ოცნებას ეშინია ოპოზიციის, რომელიც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისთვის იბრძვის. ოპოზიცია მოახერხებს ამომრჩევლების დარწმუნებას, რომ მხარი დაუჭირონ მათ. ასე დასრულდება ქართული ოცნება, ისევე როგორც პოპულისტური პარტიები დასრულდა მოლდოვასა და უკრაინაში. 

მე ძალიან ბევრ ქართველ ოპოზიციონერს შევხვდი, სამოქალაქო საზოგადოების მრავალ წარმომადგენლებს და ყველა მათგანი აბსოლუტურად მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას, კანდიდატის სტატუსის მიღებას. ყველას აშფოთებს, როგორ მოიშორონ თავიდან ოლიგარქიული პარტია და როგორ იქნას მიღწეული გამარჯვება შემდეგი წლის არჩევნებში. ეს არ გახლავთ მარტივი ამოცანა.

ამბობს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ტელეკომპანია ფორმულასთან საუბრისას. [ფორმულას სინქრონული თარგმანი]

24 ოქტომბერს რესპუბლიკელმა ხათუნა სამნიძემ თქვა, რომ ოპოზიციის ნაწილს სურს, არჩევნებამდე გადავადდეს კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღება და რომ ამის შესახებ უცხოელ პარტნიორებს ზოგიერთი ოპოზიციონერი დახურულ კარს მიღმა ესაუბრება. მის განცხადებას 15 ოქტომბერს გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი და თქვა, რომ ვისაც ის ესაუბრა, ყველა პარტია "ძალიან მტკიცედ" უჭერს მხარს კანდიდატის სტატუსს.

კომენტარები