მთვარე

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მთვარე 40 მილიონი წლით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე გვეგონა

მეცნიერებმა მთვარის ქვის კრისტალების ანალიზის შედეგად დაადგინეს, რომ მთვარე 40 მილიონი წლით უფრო ძველია, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა. 

აღმოჩნდა, რომ მთვარე 4,46 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა, მზის სისტემის ჩამოყალიბებიდან 110 მილიონ წელში. 

ატომის სინჯის ტომოგრაფია უახლოესი ტექნოლოგიაა, რომლის საშუალებითაც მთვარის ასაკის დადგენა გახდა შესაძლენელი. 

ჯერჯერობით ბოლო ასტრონავტები, რომლებმაც მთვარეზე ფეხი დადგეს ეჟენ კერნანი და ჰარისონ შმიტი არიან. სწორედ მათ 1972 წელს მთვარის ზედაპირიდან 110 კილოგრამი კრისტალები და ნიადაგის ნიმუშები დედამიწაზე გამოსაკვლევად ჩამოიტანეს.

სწორედ 51 წლის წინ ჩამოტანილი მასალების გამოკვლევის შედეგად დადგინდა მთვარის ასაკი. მასალების დიდი ნაწილი ჩამოტანის შემდეგ ხელშეუხებლად ინახებოდა, რადგან მეცნიერები თვლიდნენ, რომ მომავალში უკეთესი ტექნოლოგია საშუალებას მისცემდათ უფრო პროდუქტიული კვლევა ჩაეტარებინათ. 

მეცნიერებმა მთვარიდან ჩამოტანილი ცირკონი გამოიკვლიეს. ცირკონი დედამიწის ერთ-ერთი უძველესი კრისტალიცაა და მეცნიერების აზრით, ის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს დედამიწის და სიცოცხლის გაჩენის შესახებ. 

კომენტარები