მთვარე

მეცნიერებმა მთვარის ზედაპირზე წყლის მოლეკულები აღმოაჩინეს

მეცნიერებმა მთვარის ზედაპირზე ქანებში დაგროვებული წყალი აღმოაჩინეს, რაც მათივე ცნობით, სამომავლოდ დედამიწის თანამგზავრზე ექსპედიციებისთვის უმნიშვნელოვანეს რესურსს წარმოადგენს. 

მილიარდობით ტონა წყალი, რომელიც მთვარის ზედაპირზეა დაგროვებული, ასტრონავტებს შეუძლიათ მთვარეზე დროებითი ექსპედიციისას და მზის სისტემის უკეთ შესწავლაში გამოიყენონ. 

ჩინეთის მიერ მთვარეზე გაგზავნილი ხომალდით - Chang’e 5 მოპოვებულ ნიადაგის ნიმუშში მეცნიერებმა ე.წ მინის მძივები აღმოაჩინეს, რომლებიც წყლის მოლეკულებს შეიცავს.

"მთვარეს გამუდმებით ეჯახება კოსმოსური ობიექტები, როგორებიცაა მაგალითად მეტეოროიდები, რომლებიც შეჯახებისას მაღალი ტემპერატურიდან გამომდინარე ე.წ მინის მძივებს წარმოქმნიან. პლანეტების ზედაპირის კვლევისას წყლის აღმოჩენა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტია. იმის ცოდნა, თუ როგორ ხდება მთვარის ზედაპირზე მისი წარმოქმნა და დაგროვება სამომავლოდ მკვლევრებისთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება. ეს მათ დაეხმარება ძიების გაფართოებაში". - აღნიშნა ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიისა და გეოფიზიკის ინსტიტუტის პროფესორმა, სენ ჰუმ. 

კომენტარები