მთვარე

ე.წ ლურჯი მთვარე - მეცნიერები იშვიათი ასტრონომიული მოვლენის მოლოდინში

flickr

სუპერ მთვარე, მთვარის დაბნელება და ე.წ სავსე ლურჯი მთვარე - მეცნიერები სამ ასტრონომიულ მოვლენაზე დასაკვირვებლად ემზადებიან. 

ლურჯ მთვარეს მეცნიერები უწოდებენ მოვლენას, როდესაც სავსე მთვარე ერთი თვის განმავლობაში მეორედ ფიქსირდება. მთვარის დაბნელება თვეში მხოლოდ ერთხელ ხდება და "მეცამეტე მთვარე" იშვიათი ასტრონომიული მოვლენაა. მომდევნო ლურჯი მთვარე 2028 წელს გამოჩნდება. 

სუპერ მთვარე კი ნიშნავს, რომ ის დედამიწიდან 14%-ით დიდი და 30%-ით ნათელი ჩანს. 

მთვარის დაბნელების პიკი თბილისის დროით 17:39 წუთზე იქნება.

ლურჯ მთვარეზე, ასევე მთვარის დაბნელებაზე დაკვირვება რამდენიმე კონტინენტიდან იქნება შესაძლებელი, თუმცა, ყველაზე კარგად ჩრდილოეთ ამერიკიდან, ალიასკადან და ჰავაის კუნძულებიდან გამოჩნდება.

კომენტარები