დიდი ბრიტანეთი

ბრიტანელი ქალი, რომელიც ISIS-ს შეუერთდა, ბრიტანეთის მიერ მოქალაქეობის ჩამორთმევას ასაჩივრებს

James Longman/ABC News

დიდ ბრიტანეთში დაბადებული შამიმა ბეგუმი, რომელიც თინეიჯერობისას ე.წ. ისლამურ სახელმწიფოში გაწევრიანებისთვის სირიაში წავიდა და შემდგომ დაბრუნდა ბრიტანეთის მიერ მისი მოქალაქეობის შეჩერებას აპროტესტებს. მისი თქმით, ის ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო და ბრიტანულმა სასამართლომ სათანადოდ ვერ შეაფასა გარემოებები. ბეგუმი 2015 წელს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის სკოლის მოსწავლე იყო, დიდი ბრიტანეთიდან თურქეთში, ხოლო თურქეთიდან სირიაში გაემგზავრა. სირიაში ის ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს შეუერთდა და ე.წ. ISIS-ის პატარძალი იყო, ცოლად გაჰყვა ერთ-ერთ ისლამისტ ტერორისტს. 

ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე აქცენტით ბრიტანეთმა შამიმა ბეგუმის მოქალაქეობა 2019 წელს შეაჩერა. 2019 წელს შამიმა მეგუმი სირიაში დაკავებულთა ბანაკში იპოვეს. საიმიგრაციო საჩივრების სპეციალურმა კომისიამ მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ შესაძლოა შამიმა ბეგუმი ტრეფიკინგის მსხვერპლი ყოფილიყო და სირიაში სექსუალური ექსპლოატაციის მიზნით წაიყვანეს. თუმცა, ეს აზრები დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა. 

კომენტარები