რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

FT: უკრაინელებმა ამერიკული ჰაერი-ჰაერის რაკეტები "თვითნაკეთ საჰაერო თავდაცვად" გადააკეთეს

რაკეტა AIM-9
Leila Gorchev/AFP/Getty Images

Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელებმა ამერიკული AIM-9 Sidewinder-ის ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტები მიწა-ჰაერის რაკეტებად გადააკეთეს.

"ეს რაკეტები არაოპერაციული იყო. ჩვენ ისინი შევაკეთეთ. გამოვნახეთ გზა, როგორ გაგვეშვა მიწიდან. თვითნაკეთი საჰაერო თავდაცვის მსგავსია". – თქვა გამოცემასთან უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.

მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ეს გადაკეთებული რაკეტები დაეხმარება უკრაინას "ზამთრის გადატანაში", როცა რუსეთის მიერ ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმების განახლებას ელიან.

როგორც წყარომ აღნიშნა, ეს მხოლოდ ერთ-ერთი შემთხვევა იყო, როცა უკრაინამ მოძველებული ამერიკული შეიარაღება გარდაქმნა და მოდიფიკაცია ჩაუტარა.

კომენტარები