აშშ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ჯიმ ჯორდანის სპიკერობაზე მესამე კენჭისყრა ჩავარდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯიმ ჯორდანის სპიკერის თანამდებობაზე დანიშვნის კენჭისყრა მესამედ ჩავარდა.

 პირველ კენჭისყრაზე, რომელიც, 17 ოქტომბერს, ჩატარდა, კონგრესმენს 200 რესპუბლიკელი უჭერდა მხარს, მეორე მოსმენაზე – 199, ხოლო დღეს – 194 დემოკრატების კანდიდატმა პირველ ორ კენჭისყრაზე 212, ხოლო მესამეზე 210

ჯორდანს სპიკერის პოზიციის დასაკავებლად 217 ხმა სჭირდება, წარმომადგენელთა პარტიაში რესპუბლიკური პარტია კი 221 მანდატით არის წარმოდგენილი. 

რესპუბლიკურმა პარტიამ ოჰაიოს შტატის წარმომადგენელი, ჯიმ ჯორდანი პალატის სპიკერის პოსტზე შიდა კენჭისყრის შედეგად 13 ოქტომბერს წარადგინ, მას შემდეგ, რაც სტივ სკალიზი არჩევნებს გამოეთიშა.

სპიკერის დანიშვნის სირთულის ფონზე, მისი მოვალეობის დროებითი შემსრულებელისთვის ძალაუფლების გაზრდა განიხილება, რათა აუცილებელი საქმეები შესრულდეს


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას სპიკერი უკვე მე-18 დღეა აღარ ჰყავს, მას შემდეგ, რაც 2 ოქტომბერს 8 რესპუბლიკელმა, დემოკრატების სრული მხარდაჭერით, სპიკერი კევინ მაკ-კარტი თანამდებობიდან გადააყენა. ამჟამად სპიკერის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი პატრიკ მაკჰენრია და მისი მთავარი მოვალეობა ახალი სპიკერის არჩევის პროცესის წარმართვაა. 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას მის წინაშე არსებულ რიგ პრობლემებთან გამკლავებისთვის სულ უფრო ცოტა დრო რჩება, მათ შორისაა: უკრაინისა და ისრაელის დახმარების საკითხი, და ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერების საფრთხე.

კომენტარები