რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ქალაქ ავდიივკაზე წარუმატებელ თავდასხმას ოკუპანტების რეკორდული დანაკარგი მოჰყვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 5 ოქტომბერს ესპანეთში, ქალაქ გრანადაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი
Stars and Stripes 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აღმოსავლეთის ფრონტზე, ავდიივკას ქალაქთან უკრაინის ძალებმა კიდევ ერთი ძლიერი შეტევა მოიგერიეს. 

ზელენსკი სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად ქალაქ ხერსონს ეწვია, სადაც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული სამხედრო ვითარება განიხილეს. 

"მადლობა ჩვენ ბიჭებს, რომლებიც მყარად ამაგრებენ დაცვის ხაზს ყოველდღიურად და ანადგურებენ ოკუპანტებს. ამ დღეებში, რუსეთის დაღუპულთა რიცხვი საოცრად იმატებს და ეს ოკუპანტების ზუსტად ის დანაკარგია, რაც უკრაინას სჭირდება". – ამბობს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადების მიხედვით, ქალაქ ავდიივკაზე წარუმატებელ თავდასხმას ოკუპანტებისთვის სამხედრო პერსონალისა და აღჭურვილობის "რეკორდულად მაღალი დანაკარგი" მოჰყვა.

 

კომენტარები