თურქეთის პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას პარლამენტარმა ანტისემიტური განცხადება გააკეთა. სულეიმან სეზენმა ჰიტლერის სიტყვები გაიმეორა და ებრაელებს "მსოფლიოს ყველა უბედურების გამომწვევები" უწოდა.
"ნება მომეცით ერთი რამ ვთქვა, ყველა გაბრაზებულია ჰიტლერზე, მას რასისტად იცნობენ. მაგრამ ჰიტლერს ეკუთვნის სიტყვები: "თქვენ დამწყევლით თითოეული ებრაელისთვის, რომელიც არ მოვკალი". სწორედ ასეა, მე კიდევ ერთხელ ვლოცულობ ჰიტლერის სულის მოსახსენიებლად, რადგან სიონისტებს, ისრაელს, ებრაელებს სამყაროსთვის არეულობა მოაქვთ, ისინი მსოფლიოს ყველა უბედურების გამომწვევები არიან". – ამბობს სეზანი.
სულეიმან სეზენი მმართველი პარტიის, სამართლიანობა და განვითარების წევრი, ასევე ატაკუმის მუნიციპალური საბჭოს წევრია.