მაჰსა ამინი

გარდაცვლილ ირანელ აქტივისტს, მაჰსა ამინის ევროკავშირის სახაროვის პრემია გადაეცა

ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია გარდაცვლილ ირანელ აქტივისტს ჯინა მაჰსა ამინის გადასცა. ევროკავშირის სახაროვის პრემია გადაეცემათ ადამიანებს ან ჯგუფებს გამოხატვის თავისუფლებისა და ადამიანების უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისთვის. 

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ თქვა, რომ მაჰსა ამინის სიკვდილი შემოტრიალების წერტილია ირანის საზოგადოებაში. 

"მან საფუძველი მისცა ქალების მოძრაობებს, რაც ისტორიას ქმნის" - თქვა რობერტა მეცოლამ. 

მაჰსა ამინი 2022 წლის სექტემბერში ირანის მორალის პოლიციამ დააკავა ჰიჯაბის არასწორად  ტარების გამო. გავრცელებული ინფორმაციით, მორალის პოლიციამ მასზე იძალადა და 22 წლის ასაკში პატიმრობაში გარდაიცვალა. მისმა გარდაცვალებამ ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციების დაწყება გამოიწვია. 

კომენტარები