მაჰსა ამინი

მაჰსა ამინის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ ირანში მისი ბიძა დააკავეს

REUTERS/Anushree Fadnavis/File photo

მაჰსა ამინის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ ირანის უსაფრთხოების ძალებმა მისი ბიძა დააპატიმრეს. მორალის პოლიციის მიერ მაჰსა ამინიზე ძალადობამ და შედეგად გარდაცვალებამ ირანში რამდენიმეთვიანი პროტესტები გამოიწვია. 

მაჰსა ამინის გარდაცვალებიდან ერთი წლის გასვლის აღსანიშნავად ირანში მასობრივი გამოსვლებია მოსალოდნელი. ამის გამო, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ წინასწარ დაიწყო მასობრივი დაკავებები. 

"უსაფრთხოების ძალების ჯგუფი მაჰსა ამინის ბიძის, საფა აელის სახლში მივიდა, სახლი და მანქანა სასამართლოს ორდერის გარეშე გაჩხრიკეს და შემდეგ ის დააპატიმრეს. მათ ასევე სახლიდან ამოიღეს დოკუმენტები, მაგალითად მისი პასპორტი" - ნათქვამია Reuters-ის წყაროს განცხადებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახმა არ იცის, თუ სად ჰყავთ გადაყვანილი საფა აელი. 

კომენტარები