რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქში დნეპრი გადაკვეთეს და ტაქტიკური უპირატესობა მოიპოვეს

Marcus Yam/Los Angeles Times via Getty Images

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში, ქალაქ პოიმასთან მდინარე დნეპრი გადაკვეთეს, ხიდის მსგავსი კონსტრუქცია ააგეს და მნიშვნელოვანი ტაქტიკური უპირატესობა მოიპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა დნეპრის მეორე მხარეს პოზიციები დაიკავეს, რომელიც აქამდე რუსულ საოკუპაციო ძალებს ჰქონდათ დაკავებული. 

სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა კადრები, სადაც ასახულია რუსული არტილერიის თავდასხმები უკრაინულ ძალებზე, თუმცა უკრაინული მხარის მტკიცებით, სიტუაცია ახლა დასტაბილურებულია. კიდევ ერთ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ უკრაინელი სამხედროები არტიილერიის თავდასხმების გამო ტერიტორიას ტოვებდნენ. 

კომენტარები