დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის მუზეუმი თანამშრომლების მიერ არტეფაქტების ქურდობის გამო კოლექციას გააციფრულებს

REUTERS/Hollie Adams 

ბრიტანეთის მუზეუმი 2 000 არტეფაქტის დაკარგვის გამო კოლექციის სრულად გაციფრულებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ბრიტანეთის მუზეუმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მუზეუმის დროებითმა დირექტორმა მარკ ჯონსმა თქვა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება უსაფრთხოებისთვის კოლექციის გაციფრულების შესახებ, თუმცა, მისი თქმით, ეს პროცესი დროებითია და რამდენიმე თვეს გასტანს. ჯონსმა ხაზი გაუსვა, რომ კოლექციის უსაფრთხოების დაცვა, ზოგადად, უნდა ნიშნავდეს მის სრულ დალუქვას.

2023 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის მუზეუმის თანამშრომლების ძალისხმევით 2 000 არტეფაქტი მოიპარეს და გაყიდეს. 

ბრიტანეთის მუზეუმი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუზეუმია და არტეფაქტების დაკარგვის გამო დიდ კრიზისში აღმოჩნდა. 25 აგვისტოს თანამდებობიდან გადადგა ბრიტანეთის მუზეუმის დირექტორი ჰარტვიგ ფიშერი. 

"პირველ რიგში ჩვენ ვართ მსხვერპლი ამ შიდა დანაშაულის. პირს, რომელიც მრავალი წლის მანძილზე აქ მუშაობდა და იპარავდა არტეფაქტებს, მუზეუმი სრულად ენდობოდა" - თქვა ბრიტანეთის მუზეუმის თავმჯდომარემ, ჯორჯ ოსბორნმა პარლამენტის კულტურის, მედიისა და სპორტის კომიტეტთან საუბრისას.

ჯორჯ ოსბორნის თქმით, დაახლოებით 350 არტეფაქტის დაბრუნება მოხერხდება უახლოეს პერიოდში. 

თავად მუზეუმს მოპარული არტეფაქტების სია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოპარულ ნივთებს შორისაა ძვირფასი სამკაულები ძველი ბერძნული და რომაული პერიოდიდან. 

კომენტარები