გერმანია

შოლცი: ანტისემიტიზმის ადგილი გერმანიაში არ არის

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში სინაგოგაზე თავდასხმა დაგმო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ანტისემიტიზმის ადგილი გერმანიაში არ არის".

ამავდროულად, ეგვიპტეში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა კანცლერმა, სინაგოგაზე თავასხმას არაადამიანური, ამაზრზენი და მიუღებელი უწოდა. მისი თქმით, გერმანია არ შეეგუება ძალადობასა და ანტისემიტურ პროტესტს. 

ამასთან, გერმანიის კანცლერის თქმით, ქვეყანაში ებრაული ინსტიტუციებისა და დაწესებულებების დაცვა კიდევ უფრო გაძლიერდება.

"ჩემთვის აღმაშფოთებელია, თუ რას ამბობს და აკეთებს ზოგიერთი მათგან. დარწმუნებული ვარ, რომ ამ აზრს გერმანიის მოქალაქეებიც იზიარებენ". - თქვა შოლცმა.

18 ოქტომბერს, დილის საათებში ბერლინში, ერთ-ერთ სინაგოგას ორმა პირმა მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, გამოძიება "ძლიერი ხანძრის გაჩენის მცდელობის" ბრალდებით მიმდინარეობს. თავდამსხმელები ჯერჯერობით დაკავებულები არ არიან.

კომენტარები