გერმანია

ბერლინში სინაგოგას ორმა პირმა მოლოტოვის კოქტეილები ესროლა

18 ოქტომბერს, დილის საათებში ბერლინის ერთ-ერთ სინაგოგას ორმა პირმა მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

მომხდარის შედეგად სინაგოგასთან ათობით პოლიციელი მობილიზდა და გადაიკეთა შენობის მიმდებარე ქუჩები.

პოლიციის მიხედვით, გამოძიება "ძლიერი ხანძრის გაჩენის მცდელობის" ბრალდებით მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, დილის 3:45 საათზე, სინაგოგას ორი შენიღბული პირი მიუახლოვდა და ორი მოლოტოვის კოქტეილი ესროლა, რის შემდეგადაც ისინი გაიქცნენ.

მომხდარს გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი. მისი თქმით, გერმანია არ შეეგუება ძალადობასა და ანტისემიტურ პროტესტს. შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ებრაული ინსტიტუციებისა და დაწესებულებების დაცვა კიდევ უფრო გაძლიერდება.

"ჩემთვის აღმაშფოთებელია, თუ რას გაიძახის და აკეთებს ზოგიერთი მათგანი და დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიის მოქალაქეებიც იზიარებენ ჩემ მოსაზრებას". – თქვა შოლცმა. 

 

კომენტარები