პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ელისაშვილი: მე აბსოლუტურად სიმბოლურად მივაჭირე ხელი წითელ ღილაკს

მე აბსოლუტურად სიმბოლურად, ჟურნალისტების დასანახადაც დემონსტრაციულად მივაჭირე ხელი წითელ ღილაკს. მინდოდა, მეჩვენებინა, რომ ამ აბსურდის თეატრის მოწინააღმდეგე ვიყავი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რასაც ვუყურებთ, ეს იყო გაუგებარი აბსურდის თეატრი. რას ემსახურებოდა, რატომ დაიწყო, რატომ დამთავრდა ასე, რა გააკეთა ამით ქართულმა ოცნებამ, ვერ ვხვდები, სიმართლე გითხრათ.

დღეს, ჩემი აღქმით, ამ საქმიდან გამარჯვებული გამოვიდა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ვერ გადააყენეს. სამი კვირა რატომ წვალობდა ქართული ოცნება, სხვა პრობლემა ამ ქვეყანაში თითქოს არ გვქონდეს. აბსურდის თეატრი იყო და ამ აბსურდის თეატრში მინდოდა, ჩემი პოზიცია მეჩვენებინა. 

თქვა მოქალაქეების დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა მას შემდეგ, რაც პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ შედგა. ის პარლამენტის ერთადერთი წევრია, რომელმაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წინააღმდეგ მისცა ხმა, ოპოზიციის სხვა წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

კომენტარები