პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ღუდუშაური პრეზიდენტზე: დღეიდან არის ანა წითლიძის და სალომე სამადაშვილის კლასტერში

ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც კონსტიტუციის დამრღვევი და პრეზიდენტი, რომლის მიმართაც ისტორიულად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა რომ არის კანონდამრღვევი. ამ ტვირთის ზიდვა მოუწევს ამ ადამიანს. დღეს შედგება ფორმალური ლუსტრაცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დგას საქართველოს სახელმწიფოსთან, ქართველ ხალხთან, საქართველოს კონსტიტუციასთან, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ღირსება, სუვერენიტეტი, კანონიერების დაცვის პრინციპი და ბუნებრივია, იმის გარანტი, რაც უნდა იყოს თვითონ საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი ზურაბიშვილი ამის წინააღმდეგი. უხერხულია, როდესაც სალომე ზურაბიშვილი დღეიდან არის ანა წითლიძე, სალომე სამადაშვილი. აი ამ ადამიანების კლასტერში შეგიძლიათ აწი მოიკითხოთ ეს ადამიანი. 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა სალომე ზურაბიშვილზე. 

კომენტარები