საფრანგეთი

საფრანგეთში ტერორისტული თავდასხმის საფრთხის გამო 6 აეროპორტის ევაკუაცია დაიწყეს

ERIC GAILLARD/ Le Monde 

18 ოქტომბრის დილას საფრანგეთის 6 დიდი აეროპორტის ევაკუაცია ტერორისტული თავდასხმის საფრთხის გამო დაიწყეს. დროებით მუშაობა შეაჩერეს ლილის, ლიონის, ნანტის, ნიცის, ტულუზას და პარიზის ბოვეს აეროპორტებმა. ინფორმაციას 6 აეროპორტის ევაკუაციის შესახებ სააგენტო ფრანს-პრესი ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტული თავდასხმის მუქარა აეროპორტებმა ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღეს.

ნიცის აეროპორტის ადმინისტრაციამ მედიას დაუდასტურა, რომ მიიღეს გაფრთხილება ბომბის აფეთქების შესახებ, თუმცა უკვე ყველაფერი შემოწმებულია და აეროპორტი მალე ნორმალური მუშაობის გრაფიკს დაუბრუნდება.

თავის მხრივ, საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრანგულ მედიასთან დაადასტურა, რომ გაფრთხილებები მიიღეს საფრანგეთის 6 დიდ ქალაქში აეროპორტებზე თავდასხმების შესახებ და შესაბამისად, აცნობეს აეროპორტების ადმინისტრაციებს. 

კომენტარები