პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ზურაბიშვილი: ვულოცავ საკონსტიტუციოს მოსამართლე კიკილაშვილს შვილის წარმატებას

დღევანდელი დღის ფარსიდან არაფერს ველოდები. კარგად ვიცი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია სადღაც ზემოთ, პარტიის მაღალ სფეროებში, თუ სადღაც ჩრდილოეთით, სადაც კარგად იციან, თუ ვინ არ გაუხსნის არასოდეს მათ გზას ამ ქვეყანაში და გადაეღობება ყველგან და ყოველთვის. ერთადერთი რამ, რაც ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, ანუ კენჭისყრის შედეგი, და ესეც თქვენზე არაა დამოკიდებული. არამედ იმაზე, თუ რამდენის შემოერთებას შეძლებთ. ვის კომპრომატით, ვის მოსყიდვით და ვის შვილის დაწინაურებით, აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო საკონსტიტუციო მოსამართლე კიკილაშვილს შვილის წარმატება, ან კიდევ სხვისი ბარათის გამოყენებით, რითიც ვეტოს დაძლევაც შეძელით. 

თქვა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, იმპიჩმენტის პროცედურის განხილვისას.

პრეზიდენტის მიერ ხსენებული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილია. ის ერთერთია იმ ექვს მოსამართლეს შორის, რომელმაც პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა" დაადგინა.

17 ოქტომბერს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად გოგა კიკილაშვილი აირჩია. ნაზი ჯანეზაშვილის ცნობით, ის სწორედ "კონსტიტუციის დარღვევის" დამდგენი მოსამართლის შვილია.

კომენტარები