პრეზიდენტის იმპიჩმენტი

მანჯგალაძე: არ შევალთ სხდომაზე, ე.წ ოპოზიციის გამო, არ მინდა, მე მომიწიოს თავის მართლება

ჩვენ ყოველთვის იმ აზრზე ვიყავით, რომ არ დავესწრებოდით სხდომას, რატომ? იმიტომ, რომ ოპოზიციაში არის ე.წ ოპოზიცია ხალხი, რომელიც გადამწყვეტ მომენტში ქართულ ოცნებას უვსებს კვორუმს და მათი თითის მიჭერის გამო, არ მინდა, რომ მე მომიწიოს თავის მართლება, ეს არის ძალიან მარტივი.

სტრატეგია აღმაშენებლის გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე იმპიჩმენტის განხილვაზე. 

საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის განხილვა 18 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება. პარლამენტში მისვლას და იმპიჩმენტის პროცესის განხილვაზე დასწრებას სალომე ზურაბიშვილიც აპირებს. პრეზიდენტის განცხადებით, მას არ სურს, რომ პროცედურის დროს სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ.

კომენტარები