ეროვნული ბანკი

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 40 მილიონი დოლარი გაყიდა

17 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6918 ლარი იყო. 

ეს წლის მეექვსე აუქციონია. მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.  

დაახლოებით ერთი კვირაა, ლარს გაუფასურების ტენდენცია აქვს. ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6977 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8418 ლარი. 

კომენტარები