ფრიდონ ინჯია

ინჯია ისრაელზე: მიმაჩნია რომ ეს ომი, ალბათ, წინასწარ დაგეგმილი იყო

ჩემმა კოლეგებმა თქვეს ისრაელთან მიმართებაში და იმ ომზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს. მე მიმაჩნია რომ ეს ომი, ალბათ, წინასწარ დაგეგმილი იყო და ძალიან რთულია იმაში გაერკვე. ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ და ფრთხილად უნდა ვიყოთ. ნუ გავაკეთებთ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ყურადღებას მიიქცევს. ეს ჩვენი ომი არ არის. 

რა თქმა უნდა, ვწუხვართ იმ უბედურებაზე. უპრეცედენტო რაღაცები მოხდა, დაიღუპა ოჯახები, სიცოცხლეს გამოასალმეს ათასობით ადამიანი - ეს უბედურებაა.

თუ შეგვიძლია მივეხმაროთ ჰუმანიტარული გზით იმ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს, მაგრამ იქ რაც ხდება, ცდება ჩვენს შესაძლებლობებს, რომ რაღაცა ზემოქმედება გავაკეთოთ. ეს ძალიან საფრთხილო ომია. 

ეს ომი ჯერჯერობით შორს არის ჩვენთან, კიდევ კარგი მეზობლად არ არის, ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე გვჭირდება იმისათვის, რომ ეს არ გადაედოს და არ აღმოვჩნდეთ ისეთ პირობებში, რომ ამან რაიმე ზემოქმედება იქონიოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე.

თქვა ევროპელი სოციალისტების ლიდერმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები