ფრიდონ ინჯია

ინჯია: სოფელი გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას

ამ დღეებში მე ერთ-ერთ პატარა სოფელში ვიყავი, საიდანაც იმ ქალების თითქმის 80%, ვისაც მუშაობა შეუძლია, სამუშაოდაა წასული. ახალგაზრდებიც ფაქტობრივად არ არიან. გარდაცვლილის კუბო რომ წაიღონ, მაგდენი ადამიანიც კი არ არის. სოფლები დაიცალა. ამ დროს კი ჩვენ ინფრასტრუქტურას ვაშენებთ. ვაკეთებთ გზებს, შეგვყავს გაზი, ელექტრონერგია და წყალი. ამას ვისთვის ვაკეთებთ, თუ მოსახლეობა არ გვეყოლება? ჩემთვის დღეს ყველაზე მთავარი რაც არის, მე ასე მიმაჩნია, მოსახლეობის სოფლად დამაგრების პრობლემაა. ეს უმნიშვნელოვანესია. სოფელი გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას. შობადობის გაზრდა და ოჯახების ხელშეწყობა. ასევე, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება და ამისთვის ყველაფრის გაკეთება. სხვანაირად არაფერი გამოგვივა და საქართველო ხვალ უმძიმეს მდგომარეობაში იქნება. 

თქვა პარტია ევროპელი სოციალისტების დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

კომენტარები