ფრიდონ ინჯია

ინჯია: კახი კალაძე მუშა და ვაჟკაცურ პიროვნებად მიმაჩნია

მინდა, გამოვეხმაურო გასულ კვირას ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევას. იმ უბედურებას, რაც ერთ ქართულ ოჯახსა და მთლიანად საქართველოს დაატყდა თავს. 13 წლის ანგელოზი ბავშვი დაიღუპა. ახლა მიდის ლაპარაკი, რომ უნდა გადადგეს კალაძე. ჯერ ერთი, გამოძიება მიმდინარეობს. მერე მეორე - კალაძე მე დღეს ყველაფერში და ყველა გაგებით ერთ-ერთ მუშა და ვაჟკაცურ პიროვნებად მიმაჩნია. რა თქმა უნდა, შეცდომები მასაც აქვს და რაღაც პრეტენზიები მეც მაქვს, მაგრამ ეს უმნიშვნელო მგონია. ვაცადოთ გამოძიებას. თუ გამოძიების ჩატარებაში ვინმეს რამე სხვა ცოდნა აქვს, ამაში მიიღოს მონაწილეობა. მაგრამ, წინასწარ ნუ ვიტყვით იმას, რაც მიუღებელია. 

თქვა პარტია ევროპელი სოციალისტების დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 13 ოქტომბერს გარდაიცვალა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა. 

კომენტარები