პრეზიდენტის იმპიჩმენტი

იოსელიანი იმპიჩმენტზე: სასამართლოს გადაწყვეტილების რევიზიას ომბუდსმენი ვერ გააკეთებს

სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების რევიზიას სახალხო დამცველი ვერ გააკეთებს. თუმცა გავეცნობი განსხვავებულ აზრსაც, ჯერ არ გავცნობილვარ გადაწყვეტილების მთლიანად დასაბუთებას და მასაც აუცილებლად გავეცნობი და რა თქმა უნდა, ჩემი აზრი მექნება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ის რომ ჩვენ, როგორც სახალხო დამცველის ინსტიტუციამ, მოვახდინოთ ამ გადაწყვეტილების შეფასება ან მისი რევიზია, ასეთი რამ შეუძლებელია.

თქვა საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

კომენტარები