პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ტურავა იმპიჩმენტზე: არავითარი ზეწოლა არ ყოფილა, დასკვნა იქნება სამართლებრივად სწორი

არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. მაშინ ამის შესახებ თქვენ იქნებოდით ინფორმირებული და ჩვენ განვაცხადებდით. ჩვენ არ გვჭირდება არავითარი ზეწოლა. ზეწოლის გარეშეც ვიცით როგორი და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ეს იყო ჩვეულებრივი სამართლებრივი დავა. შეიძლება თავისი მნიშვნელობით დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სამართლებრივად გადასაწყვეტად, ჩვენთვის არ იყო განსაკუთრებულ სირთულეებთან დაკავშირებული... როგორიც უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება, ისეთი მივიღეთ...

ჩვენი დასკვნა იქნება სამართლებრივად სწორი. ამ სამართლებრივად სწორ გადაწყვეტილებაზე, დასკვნაზე, რა თქმა უნდა, ბევრს შეუძლია თავისი აზრი გამოხატოს, სპეკულაციური, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ჩვენ არა ვართ უფლებამოსილი, არც პოლიტიკურად, არც ემოციურად, მივიღოთ გადაწყვეტილება, ვისაც არ უნდა ვუჭერდეთ მხარს, გნებავთ ერთ მხარეს, გნებავთ მეორე მხარეს, ჩვენი გადაწყვეტილება უნდა იყოს დაფუძნებული მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ არგუმენტებზე...

ობიექტური დამკვირვებლის პოზიციიდან მე ვფიქრობ რომ კი [საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებლობის ტესტს ამ საქმეზე გაივლის]. მაგრამ თუ იქნება პიროვნება პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიკერძოებული, რა თქმა უნდა მას შეიძლება წინასწარ ჰქონდეს აზრი... ჩვენს პოლიტიკურ წრეებში და საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ სამართლებრივი არგუმენტები. მათ აქვთ გარკვეული პოზიცია ჩამოყალიბებული და თუ მათ პოზიციას არ დაემთხვა სასამართლოს დასკვნა, რა თქმა უნდა, ყოველთვის იტყვის, რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ.

თქვა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტის იმპიჩმენტზე გადაწყვეტილების გამოცხადებამდე.

კომენტარები