პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ცისკარიშვილი საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე: რუსული ოცნების შოუ გრძელდება

რუსული ოცნების შოუ გრძელდება. ჩვენ ყველამ ვნახეთ, საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც ოცნებამ წარადგინა მოსამართლეები, დიდწილად კონტროლდება ისევ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. ოღონდ, სიტუაცია ერთგვარად ტრაგიკომიკურია, თვითონ დააკომპლექტეს სასამართლო, თვითონ დაწერეს კონსტიტუცია, თვითონ აირჩიეს ასევე პრეზიდენტი ზურაბიშვილი. არ მოეწონათ მისი ვიზიტი ბრიუსელში და ამის გამო ცდილობენ, რომ მოახდინონ ქალბატონი ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ამ თანამდებობიდან. 

ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

კომენტარები