რუსეთი-ჩინეთი

მომავალ კვირას ვლადიმირ პუტინი სი ძინფინგს პეკინში შეხვდება

Sputnik/Mikhail Tereshchenko/Pool via REUTERS

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, პარტნიორობის გაღრმავების მიზნით, მომავალ კვირას ჩინეთის ლიდერს, სი ძინფინგს პეკინში შეხვდება.

17-18 ოქტომბერს პუტინი პეკინში სარტყელისა და გზის (Belt and Road) ფორუმს დაესწრება.

ეს იქნება პუტინის პირველი ვიზიტი საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნებს გარეთ მას შემდეგ, რაც მარტში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინიდან ბავშვების დეპორტაციის გამო მისი დაკავების ორდერი გასცა.

პუტინი ჩინეთს ბოლოს 2022 წლის თებერვალში ეწვია, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების სრულმასშტაბიან შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე. სწორედ ამ ვიზიტისას რუსეთმა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას გლობალური მდგრადი განვითარების თაობაზე, რითიც მხარეთა დაახლოებას გაუესვეს ხაზი.

კომენტარები