რუსი დიპლომატის სიკვდილი თურქეთში

სტამბოლში რუსი დიპლომატი სასტუმროს ნომერში მკვდარი იპოვეს

ნიკოლაი კობრინეცი
МИД РФ

სტამბოლში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პანევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი, ნიკოლაი კობრინეცი მოულოდნელად მოკვდა. თურქული მედიის თანახმად, დიპლომატის ცხედარი სასტუმროს ნომერში იპოვეს.

ჟურნალისტების ცნობით, ნიკოლაი კობრინეცი სტამბოლში ელჩების შეხვედრისთვის ჩავიდა, თუმცა შეხვედრაზე არ გამოცხადებულა. ის 61 წლის იყო.

კობრინეცის სიკვდილის ფაქტს ადასტურებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. უწყებამ საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა დიპლომატის ნეკროლოგიც, სადაც სიკვდილის მიზეზთან დაკავშირებით არაფერია ნათქვამი.

ეს რუსი დიპლომატის უცხო ქვეყანაში მოულოდნელი სიკვდილის პირველი შემთხვევა არ არის. მაგალითად, 2021 წელს ბერლინში მკვდარი დიპლომატი იპოვეს, რომელიც მოგვიანებით ФСБ-ს აგენტი აღმოჩნდა.

კომენტარები