ვიქტორ ორბანის ვიზიტი

ორბანი: ძალიან გაბრაზებულები ვართ, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი

ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც ქვეყანას [საქართველოს] გააჩნია, არის მაღალი და მე მწამს, რომ ევროკავშირს ინტერესები აქვს, დაუკავშირდეს კავკასიის რეგიონს, საუკეთესო გამოსავალია, დაუკავშირდეს საქართველოს მეშვეობით.

ამიტომ ძალიან გულდაწყვეტილები, გაბრაზებულები ვართ, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, როდესაც იმ ქვეყნებმა, რომლებიც საქართველოსთან შედარებით გაცილებით ჩამორჩენილები არიან განვითარების თვალსაზრისით,  მიიღეს ეს სტატუსი.

ჩვენ ევროკავშირში უნდა გადავწყვიტოთ, ვხედავთ გაფართოებას, როგორც პოლიტიკურ პროცესს, თუ რასაც ვამბობთ მართალია, ეს დამსახურებაზე დამყარებული პროცესია. დამსახურებაზე დამყარებული პროცესი თუ არის, ის რაც მოხდა, არის საკმაოდ უსამართლო თქვენს ქვეყანასთან დაკავშირებით და ეს უნდა გამოსწორდეს, რაც შეიძლება მალე.

თქვა უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები