ვიქტორ ორბანის ვიზიტი

ორბანი: მაღალ შეფასებას ვაძლევთ თქვენს ბრძოლას, რომ ქრისტიანული სახელმწიფო შეინარჩუნოთ

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოწვევისთვის მადლობას ვუხდი. ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ვიმყოფებით. აქ ყოფნა ჩვენთვის პატივია. მიზეზი, რატომაც ჩამოვედით, უპირველესად ის იყო, რომ უნგრელი ხალხისგან ქართველი ხალხის მიმართ დაფასება და პატივისცემა გამოგვეხატა. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმ ბრძოლას, რომელსაც რამდენიმე ასეული წელია ახორციელებთ, რომ ქრისტიანული სახელმწიფო შეინარჩუნოთ. ჩვენ უნგრეთის ისტორიიდან ვიცით, ეს რა ბრძოლაა. ვიცით, როგორ იბრძოდნენ ქვეყნები, რომლებიც საკუთარ რწმენას არ თმობდნენ. 

თქვა უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მის ქართველ კოლეგასთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები