რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ხერსონი და ოდესა დაბომბა, დაღუპულია ერთი ადამიანი, განადგურებულია ინფრასტრუქტურა

საილუსტრაციო ფოტო 

12 ოქტომბრის ღამით რუსმა ოკუპანტებმა ოდესისა და ხერსონის ოლქები დაბომბეს. 

ხერსონის ოლქის სოფლები ჩერნობაევკა და ბელოზერკა ოკუპანტების არტილერიამ დაბომბა. ჩერნობაევკაში დაბომბვის შედეგად დაიღუპა 70 წლის კაცი. ბელოზერკაში ჭურვი საცხოვრებელ სახლს დაეცა, შედეგად დაშავდა ერთი კაცი და არასრულწლოვანი გოგო. 

ოდესის ოლქის იზმაილის რაიონში Shahed-ის ტიპის დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ამასთან, დაზიანდა საპორტო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი კორპუსები. ინფორმაციას ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი და სამხრეთ თავდაცვის ძალები ტელეგრამზე ავრცელებენ.

"ღამით რუსმა ტერორისტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს ოდესის ოლქს. ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოდესის ოლქის თავზე Shahed-ის ტიპის 10 დრონი ჩამოაგდეს, თუმცა, სამწუხაროდ, იყო დარტყმებიც. იზმაილის რეგიონში საპორტო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია". - თქვა კიპერმა

სამხრეთ თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ დარტყმამ დააზიანა პორტის ტერიტორიაზე არსებული სასაწყობო შენობები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის კერძო სახლები.

ამავე ინფორმაციით, ღამით რუსებმა Shahed-ის ტიპის დრონები გაუშვეს დუნაის რეგიონის საპორტო ინფრასტრუქტურის გასწვრივ.

გარდა ამისა, გასულ ღამით რუსეთმა უკრაინას Shahed-ის ტიპის 33 დრონით შეუტია, მათგან უკრაინამ 28 გაანადგურა

როგორც უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსული დრონების მოგერიებაში მონაწილეობდნენ თვითმფრინავები, საზენიტო ძალები, საცეცხლე რაზმები და სხვა დანაყოფები.

კომენტარები