რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტების გაშვებული Shahed-ის ტიპის 33 დრონიდან 28 გავანადგურეთ – უკრაინა

 Shahed-136-ის ტიპის დრონების ნარჩენები ხარკოვში, 2022 წლის 6 ოქტომბერი.
 STRINGER / REUTERS

რუსეთმა უკრაინას Shahed-ის ტიპის 33 დრონით შეუტია, მათგან უკრაინამ 28 გაანადგურა. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებენ

"2023 წლის 12-12 ოქტომბრის ღამეს მტერმა გაუშვა Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინას ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებით, კერძოდ, რუსეთის ბელგოროდის ოლქიდან და ჩაუდას კონცხიდან დროებით ოკუპირებულ ყირიმში.

მათ სულ 33 დრონი გაუშვეს. მტრის უპილოტო საფრენი აპარატები სხვადასხვა მიმართულებით მიუახლოვდნენ, უკრაინის საჰაერო თავდაცვა უკრაინის სულ მცირე ექვს ოლქში გააქტიურდა". - ნათქვამია მათ განცხადებაში.

გარდა ამისა, უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსული დრონების მოგერიებაში მონაწილეობდნენ თვითმფრინავები, საზენიტო ძალები, საცეცხლე რაზმები და სხვა დანაყოფები.

უკრაინის საჰაერო ძალებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების საზენიტო დანაყოფებმა ღამით ჯამში Shahed-131/136-ის ტიპის 28 დრონი გაანადგურეს. 

კომენტარები