NATO

NATO: თუ ბალტიის ზღვის მილსადენის დაზიანება მიზანმიმართული იყო, შესაბამისი პასუხი გვექნება

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, თუ დადასტურდება, რომ ბალტიის ზღვის მილსადენის დაზიანება მიზანმიმართული იყო, მაშინ NATO-ს სათანადო პასუხი ექნება. NATO-ში გაზსადენის დაზიანების შესახებ იმსჯელებენ ფინეთისა და ესტონეთის მიერ მოწოდებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით. 

Balticconnector-ის მილსადენის და ტელეკომუნიკაციების დაზიარება ფინეთმა 10 ოქტომბერს დაადასტურა მას შემდეგ, რაც მილსადენის ოპერატორებმა წნევის შემცირებისა და მილსადენიდან შესაძლო გაჟონვის შესახებ კომპანიას შეატყობინეს. დაზიანება ოპერატორებმა 8 ოქტომბერს შეამჩნიეს. 

მილსადენის შესაძლო განზრახ დაზიანების ფაქტს ფინეთის მთავრობა იძიებს. ფინეთის წარმომადგენელმა თქვა, რომ დიდი ალბათობით მილსადენი გარე ჩარევის შედეგად დაზიანდა. 

"თუ დადასტურდა NATO-ს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული შეტევა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ერთობლივი და სერიოზული ნაბიჯით ვუპასუხებთ" - თქვა იენს სტოლტენბერგმა. 

კომენტარები