საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზის განახლებული მონაცემები გამოქვეყნა.
მონაცემების მიხედვით, საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის 2023 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შემდეგნაირად განაწილდა: სომხეთი – 7%; საქართველო – 6.2%; თურქეთი – 4%; აზერბაიჯანი – 2.5% და რუსეთი – 2.2%.
აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდი წინა პროგნოზში საქართველოს ეკონომიკის 4%-ით გაზრდას ვარაუდობდა, თუმცა განახლებული მონაცემებით, ის 6.2%-ს შეადგენს. ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის სავარაუდო მაჩვენებელი 2024 წლისათვის 4.8% იქნება.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



