დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

გერმანია თავისი მოქალაქეების გატაცებასა და მკვლელობაზე ჰამასის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ თავისი მოქალაქეების გატაცებისა და მკვლელობის საქმეზე ჰამასის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიისა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე რამდენიმე პირი ჰამასის ტერორისტებმა ტყვედ აიყვანეს. 

"პროკურატურამ დაიწყო გამოძიება რადიკალური პალესტინური ისლამისტური ორგანიზაცია ჰამასის დაუდგენელი წევრების წინააღმდეგ" - თქვა გერმანიის ფედერალური პროკურატურის პრესსპიკერმა. 

გერმანიის მიერ გამოძიების დაწყებას ითხოვს ღაზის მახლობლად ჩატარებული ფესტივალიდან მოტაცებული გერმანელი გოგოს დედა, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი შვილი ცოცხალია.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ჰამასის მიერ ტყვედ აყვანილ სამოქალაქო პირებს შორის გერმანიის მოქალაქეებიც არიან, თუმცა არ დაუზუსტებიათ მოტაცებული მოქალაქეების ზუსტი რაოდენობა. 

კომენტარები