რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NRC: რუსეთი და ბელარუსი ტერაქტს გეგმავენ, რომელსაც უკრაინულ მხარეს დააბრალებენ

SPROTYV.MOD.GOV.UA

უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის (NRC) ცნობით, რუსეთი და ბელარუსი ტერაქტს გეგმავენ, რომელსაც უკრაინულ მხარეს დააბრალებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტული აქტით ისინი თავს დაესხმებიან ბელარუსის ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი ავრცელებს.

"FSB და ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეთანხმდნენ ცრუ დროშის ოპერაციის ჩატარებაზე და შემდგომ ამის უკრაინული მხარისთვის დაბრალებაზე" - წერია უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის განცხადებაში. 

NRC-ის ცნობით, ბენზინგასამართი სადგური ბელარუსის ბრესტის ოლქში, პრილუკის დასახლებიდან 2კმ-ში მდებარეობს და მასზე თავდასხმას დრონების საშუალებით აპირებენ.

კომენტარები