რეკლამა

(რ) საქართველოს ბანკმა მობილბანკში მასშტაბური "თამაში" დაიწყო

საქართველოს ბანკი, როგორც მომხმარებლებზე ორიენტირებული კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების წახალისებაზე და მათ არაერთ სიახლეს სთავაზობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა მობილბანკში მასშტაბური "თამაში“ დაიწყო. მასში მონაწილეობის მიღება საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს, მათ შორის ემიგრანტებსაც შეუძლიათ. 

საქართველოს ბანკის მობილბანკის ახალი "თამაში“ 12 კვირა გაგრძელდება. მონაწილეებს ორშაბათობით, აპლიკაციაში დავალებები დახვდებათ, მათ შესასრულებლად კი მთელი კვირა ექნებათ. თუკი, თამაშის მონაწილე კვირის ყველა დავალებას შეასრულებს, მიიღებს მონეტებს, რომელთა გამოყენებასაც მოგვიანებით, საჩუქრების მარკეტში შეძლებს. ასევე შესაძლებელია დაგროვილი მონეტები შეინახოთ და ფინალურ ეტაპზე დახმარებებში გადაცვალოთ, რომელიც 12 კვირის დასრულების შემდეგ, იანვარში გაიმართება.  

თამაშში მონაწილეობისთვის საჭიროა გქონდეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის აპლიკაცია. თამაშში ჩართვა შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად, ასევე  გუნდურად. შეგიძლიათ შექმნათ ორ ან სამ მოთამაშიანი გუნდი მეგობართან, ოჯახის წევრთან, ან სხვა  ნებისმიერ პირთან ერთად.

 "თამაში“ 9 ოქტომბერს დაიწყო და დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება, ფინალი კი 2024 წლის იანვარში გაიმართება. საპრიზო ფონდი 360 000 ლარია და პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზები გადაეცემათ.  

საპრიზო კატეგორიები ასე გამოიყურება 

3 მოთამაშიანი გუნდი : 

I ადგილი - 90 000 ლარი (30 000 ლარი  გუნდის თითოეულ  წევრს)

II ადგილი - 60 000 ლარი  (20 000 ლარი  გუნდის თითოეულ წევრს)

III ადგილი - 45 000 ლარი ( 15 000 ლარი გუნდის თითოეულ  წევრს)

2 მოთამაშიანი გუნდი :

I ადგილი - 55 000 ლარი; (27 500 ლარი გუნდის თითოეულ წევრს)

II ადგილი - 35 000 ლარი; (17 500 ლარი გუნდის თითოეულ  წევრს)

III ადგილი - 25 000 ლარი  (12 500 ლარი გუნდის თითოეულ  წევრს)

დამოუკიდებელი მოთამაშეები:

I ადგილი - 25 000 ლარი;

II ადგილი - 15 000 ლარი;

III ადგილი - 10 000 ლარი.

შეგახსენებთ, თამაშში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გქონდეთ საქართველოს ბანკის მობილბანკის აპლიკაცია. თუ ჯერ არ გაქვთ აპლიკაცია, მიყევით ბმულს, გადმოწერეთ საქართველოს ბანკის მობილბანკი თქვენს ტელეფონში და დაიწყეთ  თამაში.
 

კომენტარები