დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ბორელი: ისრაელის საკითხზე ვიწვევ EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომას

საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში. 2023 წლის 23 იანვარი
REUTERS/Johanna Geron

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა ისრაელში მიმდინარე მოვლენების გამო ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომა დანიშნა. 

"ხვალ ვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომას, რათა განვიხილოთ ისრაელსა და რეგიონში არსებული ვითარება".- დაწერა ბორელმა სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter-ი).

ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო - ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ.

ჰამასის თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ისრაელის 700-ზე მეტი მოქალაქე.

კომენტარები