ყაზახეთი

ყაზახი დეპუტატის თქმით ოჯახურ ძალადობაზე დაკავებულ ქმართან ერთად ცოლიც უნდა დაიჭირონ

ყაზახეთის 
Adurna.kz

ყაზახეთის პარლამენტარმა, პარტია ამანატის წევრმა ამანტაი ჟარკინბეკმა პარლამენტს ინიციატივით მიმართა. პოლიტიკოსის აზრით ოჯახურ ძალადობას ერთი დამნაშავე არ ჰყავს და პასუხისმგებლობა ორივე მხარემ უნდა გაიზიაროს.

"ჩვენს კანონმდებლობაში არის მცნება "პროვოკატორი". ამ კონტექსტში ქალმაც უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა. უნდა დააკავონ თუ არა 15 დღით ოჯახური ძალადობისთვის კაცი? თუ მას დამნაშავედ ცნობენ, ვფიქრობ მისი ცოლიც იზოლატორში უნდა მოათავსონ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ თანაბრად გავანაწილებთ ოჯახურ პასუხისმგებლობებს და მრავალ პრობლემას გავაკონტროლებთ". – განაცხადა ჟარკინბეკმა.

დეპუტატმა ასევე ოჯახური ძალადობისთვის მხოლოდ კაცების დაპატიმრების ფაქტებზე უკმაყოფილება გამოთქვა.

"სად არის ჩვენი გენდერული პოლიტიკა? ჩვენ დიდი ქვეყანა გვაქვს, მრავალფეროვანი მენტალობით, სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ. კამათი სულ იქნება, იქამდე სანამ წყვილი ოჯახად არ ჩამოყალიბდება. თუ ყველა ჯერზე, როდესაც სახლში ჭურჭელი დაიმსხვრევა, კაცს დავიჭერთ, იქ ვერასდროს ჩამოყალიბდება ოჯახი". – განაცხადა დეპუტატმა. 

ყაზახი დეპუტატის გამოსვლას გამოეხმაურა ამერიკული უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch:

"ბატონი ჟარკინბეკის წინადადება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, ვინაიდან მას აქვს ოჯახური ძალადობის არასწორი აღქმა. სამწუხაროა, რომ ყაზახეთში მსხვერპლის დადანაშაულება კულტურაშია გამჯდარი. ასეთ აღქმაში შემჩნეულნი არიან, როგორც კანონმდებლები, ისე სასამართლო და სამართალდამცავ სისტემებში მომუშავე ადამიანები".  

კომენტარები