დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

IDF-ის სპიკერი: ისრაელის სამხრეთით 100 000-მა რეზერვისტმა მოიყარა თავი

ჯონათან კორნიკუსი
IDF

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) X-ის, ყოფილი Twitter-ის, გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში, ისრაელის ძალების სპიკერი ჯონათან კონრიკუსი ისრაელში 9 ოქტომბერს არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.

მისი თქმით, ქვეყნის სამხრეთში ამჟამად 100 000 რეზერვისტია თავმოყრილი, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ მიცემული დავალებების შესასრულებლად არიან მზად.

განცხადებაში მან ისრაელზე ჰამასის თავდასხმა აშშ-ის პერლ ჰარბორისა და 11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმებს შეადარა.

კონრიკუსის თქმით, ისრაელის ვარაუდით 7 ოქტომბერს განხორციელებულ არაპროვოცირებულ თავდასხმაში 1000-მდე ტერორისტი იღებდა მონაწილეობას. 

მან ასევე დაამატა, რომ ამ ეტაპზე ისრაელის მიზანია გააკეთოს ყველაფერი, რათა ომის დასრულების შემდეგ ჰამასის ტერორისტულ დაჯგუფებას ღაზის სექტორში არანაირი სამხედრო მოქმედებების განხორციელების უნარი გააჩნდეს.

ღაზას სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით რადიკალურმა დაჯგუფებებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.

ჰამასის ტერორისტებმა ტყვედ აიყვანეს ისრაელის თავდაცვის ძალების მოსამსახურეები და მოქალაქეები, ზოგი კი დახოცეს. გაიტაცეს მოკლული ჯარისკაცების ცხედრები.

კომენტარები