დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ჰამასი აშშ-ს პალესტინელების წინააღმდეგ აგრესიაში ადანაშაულებს

Andrew Vaughan/ The Canadian Press via AP, File

ჰამასი აშშ-ს მიერ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდის, რამდენიმე სარაკეტო კრეისერისა და გამანადგურებლის გაგზავნის მიზეზით აშშ-ს მიერ "პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიაში" მონაწილეობის მიღებაში ადანაშაულებს.

"ეს ქმედებები არ აშინებს არც ჩვენს ხალხს და არც მათ წინააღმდეგობას, რომელიც ჩვენი ხალხის და ჩვენი წმინდა ადგილების დაცვას გააგრძელებს". - თქვა ჰამასის სპიკერმა, ჰაზემ კასემმა.

ჰამასის სპიკერის ბრალდება პენტაგონის რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ განცხადებას მოჰყვა, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ ისრაელს საბრძოლო მასალასა და აღჭურვილობას მიაწვდის, და გააძლიერებს ამერიკულ ძალებს ახლო აღმოსავლეთში, ჰამასის თავდასხმების საპასუხოდ.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ USS Gerald R. Ford-ის ავიამზიდი, სარაკეტო კრეისერი და ოთხი სარაკეტო გამანადგურებელი ისრაელის მიმართულებით უკვე მიდიან. გაგზავნილია ავიაგამანადგურებლებიც.

კომენტარები