დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ცოლი, ორი შვილი და სიდედრი ჰამასის ტერორისტებმა გაიტაცეს - ისრაელელი მამაკაცის ისტორია

წყარო: The Times Of Israel 

ისრაელელი მამაკაცის თქმით, მისი ცოლი, ორი მცირეწლოვანი შვილი და სიდედრი ჰამასის ტერორისტებმა გაიტაცეს და ღაზაში წაიყვანეს. მამაკაცმა ოჯახის წევრები სანაპირო ანკლავზე გადაღებულ ვიდეოში ამოიცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაული მედია ავრცელებს.

იონი აშერმა მედიასთან საუბარში თქვა, რომ მეუღლე და შვილები  ღაზას საზღვათან ახლოს მის სიდედრს სტუმრობდნენ, რა დროსაც ისინი ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფბამ ტყვედ აიყვანა.

”მე დავუკავშირდი პოლიციას, თავდაცვის ძალებს და არ ვიცი რა ხდება. თქვენი დახმარება მჭირდება, რათა დავუკავშირდე ჩემს მეუღლეს, ჩემს ქალიშვილებს და სიდედრს’’.- ამბობს მამაკაცი.

მისივე თქმით, ნაპოვნია მისი მეუღლის მობილური ტელეფონი.


ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების მიერ ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა ადგილობრივი დროით 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით რადიკალურმა დაჯგუფებებმა ასობით რაკეტა ისროლეს. აღსანიშნავია, რომ გასულ დღეს შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.

საჰაერო განგაში ჩაირთო თელ-ავივსა და ღაზის სექტორიდან 70 კილომეტრით დაშორებულ სხვა ქალაქებშიც.

აშქელონში, გდეროთსა და თელ-ავივში რაკეტები საცხოვრებელ სახლებს მოხვდა. ქალაქ გდეროთში დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონში მცხოვრებლებს მოუწოდეს, რომ ბომბსაფარების მახლობლად დარჩნენ.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანთი და პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უსაფრთხოების მაღალჩინოსნებთან შეხვედრას გამართავენ.

ისრაელის თავდაცვის ძალებში დებენ პირობას, რომ დაჯგუფება ჰამასი, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, "მძიმე საზღაურს გადაიხდის".

კომენტარები