ოკუპირებული აფხაზეთი

კარდინი რუსულ ბაზაზე: საქართველოს სუვერენიტეტის მძიმე დარღვევაა

რუსეთის გეგმები ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის აშენების შესახებ საქართველოს სუვერენიტეტის მძიმე დარღვევაა.

ჩვენ ყოველთვის უარვყოფთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას და მზად ვართ, საქართველოს მხარი დავუჭიროთ ევროატლანტიკურ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელ რეფორმებში.

წერს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ბენ კარდინი  X-ზე (ყოფილი Twitter).

5 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო პორტის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ რუსულ სამთავრობო მედიასთან ისაუბრა

კომენტარები