თურქეთი

Reuters: თურქული გემის მახლობლად შავ ზღვაში ნაღმი აფეთქდა, თუმცა ხომალდი არ დაზიანებულა

@vicktop55/X

Reuters-ის ცნობით, შავ ზღვაში თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის მახლობლად ნაღმი აფეთქდა, თუმცა გემს დაზიანება არ მიუღია. თურქული გემი ბათუმის პორტიდან უკრაინის იზმაილის პორტისკენ მიცურავდა. 

თურქეთის მხარემ და გემის კაპიტანმა Reuters-ს დაუდასტურეს, რომ გემი არ დაზიანებულა. 

თურქულმა მხარემ თქვა, რომ აფეთქება გემიდან 15-20 მეტრში მოხდა, როდესაც გემი რუმინული საზღვრის გასწვრივ მიცურავდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების მიუხედავად, თურქულმა გემმა გააგრძელა სვლა და თავისი ტვირთი დანიშნულების ადგილამდე მიიტანა. 

სხვა ანონიმურმა წყაროებმა Reuters-ს შეატყობინეს, რომ გემი ნაღმს შეეჯახა და ნაღმი გემიდან 15-20 მეტრის მოშორებით არ აფეთქებულა. 

კომენტარები