ოკუპირებული აფხაზეთი

კობახიძე ოჩამჩირის ბაზაზე: საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა მკაფიო განცხადება

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა მკაფიო განცხადება და ეს არის ამ ეტაპზე ის რეაგირება, რომელიც ჩაითვალა საჭიროდ. ეს არის ხელისუფლების პოზიცია. რაც ჩაითვალა საჭიროდ, სწორედ ის რეაგირება გახმოვანდა ხელისუფლების მხრიდან. გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო ერთადერთი რეაგირება, ესე იგი, ასე ჩაითვალა საჭიროდ.

რაც მთავარია, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოში არ დაუშვას მეორე ფრონტი. ამისთვის იდგმება ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი. ჩვენ ყველა პროცესს, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით ყურადღებით. მათ შორის ყურადღებით ვაკვირდებოდით აქაური რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მოყოლებული, ასევე კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებსაც ვაკვირდებოდით, საქართველოს პრეზიდენტის კაბინეტში თუ საჯაროდ ნათქვამ განცხადებებსაც ვაკვირდებოდით. აქედან გამომდინარე,  გვაქვს ჩვენი დასკვნები იმასთან დაკავშირებით, თუ ვის სურს საქართველოში მეორე ფრონტი და აქედან გამომდინარე, გვქონდა საუბარი გლობალური ომის პარტიაზე, რადიკალურ ოპოზიციაზე. 

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით "შეშფოთება" გამოთქვა და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა.

კომენტარები